ნიგერიაში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

CNN-ისა და Al Jazeera-ს ცნობით, ნიგერიის ჩრდილო-ცენტრალურ ქალაქ მოკვაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა.

„ამ დროისთვის ჩვენ 115 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ნაპოვნი, რადგან წყალდიდობამ ხალხი ნიგერის მდინარეში გაიტაცა. ხალხი კვლავ იძებნება“, – განაცხადა ნიგერის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ჰუსეინიმ.

მან დასძინა, რომ ბევრი ადამიანი კვლავ საფრთხეშია, შესაბამისად სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები