დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზოლენსკისა და ვლადიმერ პუტინს ჯიუტები უწოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯიუტები არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს და მის გუნდს ძალიან ჯიუტ პუტინთან უწევს გამკლავება, რაზედაც ტრამპი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც ჯიუტია.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, თვლის თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტს „კარგ ადამიანად“ თუ „ცუდ ადამიანად“. „მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და მასთან ერთად ბევრი რამ გამომიცდია“, – უპასუხა ტრამპმა.