ანსამბლ ,,ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი და ხალხური სიმღერების აუდიოარქივის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი და ხალხური სიმღერების აუდიოარქივის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ- ცენტრში გამართულ კონცერტზე შესრულდა ისეთი ხალხური სიმღერებიც, რომლებიც აქამდე “ერისიონის“ რეპერტუარში არ ყოფილა.
,,ფონდ “ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოცემული უნიკალური აუდიოარქივი აერთიანებს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე ანსამბლ “ერისიონის“ მიერ შესრულებულ ქართული ხალხური სიმღერის ასამდე საუკეთესო ნიმუშს, მათ შორის ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობის პერიოდში შექმნილ ჩანაწერებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.