შეკვეთილში, საფესტივალო ქალაქში „Guns N’ Roses-ის“ კონცერტი გაიმართა

დღეს შეკვეთილში ლეგენდარული როკ-ბენდის, „Guns N’ Roses-ის“ კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „Black Sea Arena” ავრცელებს.

კონცერტის მოსასმენად შეკრებილ მელომანებს ციცინათელას პარკის ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილმა საფესტივალო ქალაქმა უმასპინძლა. კონცერტი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სანამ სცენაზე როკის ლეგენდები გამოვიდოდნენ, საფესტივალო ქალაქში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ე.წ. საფორთ ბენდი „Rival Sons“ წარდგა.

შეგახსენებთ, რომ ეს „Starring Georgia-ს“ წლევანდელი მუსიკალური სეზონის პირველი ღონისძიება გახლდათ. 2025 წლის „ვარსკვლავთცვენა“ გრანდიოზულად გაგრძელდება 23 ივლისს „დინამო არენაზე“, სადაც კონცერტს მსოფლიო სუპერვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, „Empire of the Sun-ს“ უმასპინძლებს.

უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი „Starring Georgia“ გრძელდება. უცვლელია პროექტის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი მუსიკოსების საკუთარ ქვეყანაში მოსმენა; განავითაროს ქვეყანაში ტურიზმი, გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები