ღაზის სექტორში, ბოლო 24 საათში, 72 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიური განახლებული ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ღაზაში 72 ადამიანი დაიღუპა და 278 დაიჭრა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ეს რიცხვები ღაზას ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებს მათზე წვდომის სირთულის გამო არ მოიცავს.

2023 წლის 7 ოქტომბრიდან, ომის დაწყებიდან, დაღუპულთა რიცხვი 54 321-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილია 120 000-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, “ჰამასი” ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ წინადადებას განიხილავს, რომელსაც შეერთებული შტატების თქმით, ისრაელმაც მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები