აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა – ბესენტი

აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები „ცოტათი ჩიხში შევიდა“,- ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთანხმების დასრულებისთვის, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირდაპირი ჩართულობა იქნება საჭირო.

„მჯერა, შეიძლება რაღაც მომენტში გვქონდეს სატელეფონო საუბარი ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის. მოლაპარაკებების მასშტაბის გათვალისწინებით, სირთულის გათვალისწინებით, ეს ორივე ლიდერის ჩართულობას მოითხოვს. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, ჩინელები მაგიდასთან დასხდებიან“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

სახაზინო მდივნის თქმით, მომდევნო კვირებში დამატებით მოლაპარაკებებს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები