თეთრი სახლი: ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს წინადადებას ხელი მოაწერა
ისრაელმა ხელი მოაწერა აშშ-ის უახლეს წინადადებას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვიდრე ის „ჰამასს“ გაეგზავნებოდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა წინადადება “ჰამასს” ისრაელის მიერ ხელმოწერის შემდეგ წარუდგინეს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, რათა ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ლივიტმა.
პრესმდივნის თქმით, “ჰამასს” წინადადება ჯერ არ მიუღია.