ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი და თემატური პანელი

 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „დიასპორა სამშობლოსთვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ფორუმის სტუმრებს ასევე მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ფორუმის თემატურ პანელში – „განათლება და კულტურა – ჩვენი იდენტობა მსოფლიოში”.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები