„მტერი“ – ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის – „მტერის“ პრემიერა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები.
წარმოდგენამდე, თოჯინების თეატრის ისტორიისა და დღევანდელობის ამსახველი საიუბილეო გამოცემის „პირველი თეჯირის“ წარდგენა გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
დამსწრე საზოგადოებას გამოცემა წარუდგინეს: თოჯინების თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ საბაშვილმა და თეატრმცოდნეებმა – ნერონ აბულაძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები