დღეს ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი გაიხსნა

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, ამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და მთარგმნელის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის  – დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი გახსნეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
ცერემონიას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, თბილისიდან ჩასული მწერლები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები – თამარ და ქეთევან მიქაძეები, ბიუსტის ავტორი, მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები