თინათინ რუხაძე: გილოცავთ 26 მაისს, ეს დღე არის სიამაყის, პატრიოტიზმის და სამშობლოს სიყვარულის დღე
,,გილოცავთ 26 მაისს. ეს დღე არის სიამაყის, პატრიოტიზმის და სამშობლოს სიყვარულის დღე”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალში ეს ქვეყანა ერთიანი, მტკიცე, ძალიან მაღალი კულტურის მატარებელი, ჰუმანურობის, იდენტობის, სიამაყის გრძნობით სავსე უნდა იყოს.
„ამ დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ მრავალსაუკუნოვან კულტურას, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა მსოფლიოში. ჩვენნაირი უნიკალური კულტურა ძალიან იშვიათ, ძველ ერებს შეიძლება რომ ჰქონდეს. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, დიდი გულით, დიდი ამბიციებით, ძალიან ხმამაღალი კულტურით, რომელიც გვინდა რომ მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ.
ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩვენ ყველაფრით ერთად უნდა ვიამაყოთ. უნდა ვიდგეთ ერთად და გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენც ბევრი ვიბრძოლეთ.
მომავალში ეს ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, მტკიცე, ძალიან მაღალი კულტურის მატარებელი, ჰუმანურობის, იდენტობის, სიამაყის გრძნობით სავსე, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მემკვიდრეობა, განვავითაროთ ჩვენი კულტურა, ეკონომიკა, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს ბედნიერად“, – აღნიშნა თინათინ რუხაძემ.