პაატა სალია: 26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება

,,26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება. რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„გილოცავთ. ვულოცავ „იმედის“ მაყურებელს, ვულოცავ მთელს საქართველოს. 26 მაისი არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის. ეს არის თარიღი, რომელიც როდესაც მთელი ბნელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც საბჭოთა კავშირში იყო საქართველო, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო. ზოგადად, 26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება. რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისეა გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან. მიუხედავად ამისა, ღრმად მჯერა და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ყველა სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები