“დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადად მიღწევადი, ეს არის მუდმივი ბრძოლის პროცესი, შესაბამისად, დღესაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს” – პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ვულოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს საქართველოს მოქალაქეა. განურჩევლად ეროვნებისა, მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე.

დამოუკიდებლობის მოპოვება არის ძალიან რთული და ჩვენი ერი ამისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა. 107 წლის წინ შევძელით, რომ 26 მაისს გამოგვეცხადებინა ეროვნული დამოუკიდებლობა.

შემდგომ, უკვე 1991 წელს შევძელით, რომ აღგვედგინა ეს დამოუკიდებლობა და დღეს ვართ გამუდმებულ ბრძოლაში, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადად მიღწევადი, ეს არის მუდმივი ბრძოლის პროცესი, შესაბამისად დღესაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ვართ ბრძოლაში იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავხადოთ მეტად სუვერენული, მეტად დამოუკიდებელი და იყოს მსოფლიო მოწინავე ქვეყნების რიგში, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა “, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები