ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, სოკოს მიღებისგან თავი შეიკავონ

ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ტყის სოკოს მიღებისგან. ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ექსპერტ-ტოქსიკოლოგის ოთარ რუსაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით არც სათბურში გამოყვანილი შამპინიონის მიღება არ შეიძლება. მისივე თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა.
ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, სოკოთი დანაყრება არ შეიძლება. იაშვილის კლინიკაში გუშინ სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო სოკოთი მოწამლული 3 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები