მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ყაზახეთის ქალაქ ალმათის თოჯინური სპექტაკლების მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ორტეკე“, საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ყაზახეთის ქალაქ ალმათის თოჯინური სპექტაკლების მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ორტეკე“, საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით „ოტელო“ წარდგა.
საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ სპექტაკლის რეჟისორები – გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ფესტივალში 5 ქვეყნის 14 თეატრალური დასი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები