მუზეუმების საერთაშორისო დღეს, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
მუზეუმების საერთაშორისო დღეს, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატებისა და მცირე მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება, 40 წელზე მეტია, აღნიშნავს.