ძლიერი შტორმი ამერიკაში – ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხუთშაბათის შტორმების შედეგად, მინესოტასა და ვისკონსინიში, ათზე მეტი ტორნადოს გაფრთხილება იყო და რამდენიმე დაფიქსირდა კიდეც,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მინესოტას შტატში ათასობით აბონენტი შტორმის გამო ელექტროენერგიის გათიშვის გამო იმყოფებოდა. პოტენციურად ძლიერი შტორმების სერია ჩრდილოეთით საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.

ამინდის გაუარესება ასევე მნიშვნელოვან შეფერხებებს იწვევს მინეაპოლის-სენტ-პოლის საერთაშორისო აეროპორტში. FlightAware-ის ცნობით, აეროპორტში 130-ზე მეტი რეისი გადაიდო.

ამასთან, ხუთშაბათს საღამოს სწრაფად მოძრავმა შტორმმა დასავლეთ მიჩიგანში ტორნადოს საფრთხე, დამანგრეველი ქარი და წვიმა გამოიწვია.

ძლიერი შტორმების შემდეგ, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ტორნადოს საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, რომელიც რეგიონის უმეტეს ნაწილში პარასკევს, დილის 3 საათამდე იქნება ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები