გაეროს წარმომადგენელი სკრინინგ ცენტრს მოინახულებს

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილეს ბაბატუნდე ოსოტიმეჰინის თბილისში ელოდებიან. ოსოტიმეჰინი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში კიბოს სკრინინგის პროგრამის ძირითად პარტნიორს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვევა. გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებსა და გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები