რიჩარდ ნორლანდი: სინამდვილეში აფხაზური ჯარები არ არსებობს

 

     წარმოუდგენელია იმაზე მეტი ინტეგრაცია, ვიდრე უკვე არსებობს, სინამდვილეში აფხაზური ჯარები არ არსებობს, – ასეთი კომენტარი საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შესაძლო შექმნას ეხება. მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის ბოლო რაუნდი გასულ კვირას გაიმართა და, რომელიც მიმართულია ამ საკითხის მშვიდობიანი, ყველა მხარისთვის მისაღები გზით მოგვარებისკენ. გასული კვირის მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა და მჯერა, შემდეგი რაუნდის მოლაპარაკებებიც, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, ასევე წარიმართება. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ინტეგრაცია, ვიდრე უკვე არის. სინამდვილეში აფხაზური ჯარები არ არსებობს”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები