“ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ იქნა ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც დაცლილი არის მეგობრობის სულისკვეთებისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
“სწორედ ამიტომ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საპასუხო განცხადება გაგვეკეთებინა და აქვე გვეჩვენებინა, რომ ამ განცხადებაში მე-11 მოწვევის პარლამენტი არის ერთსულოვანი, და შესაბამისად ის დოკუმენტი, რომლის განხილვაც დღეს დაიწყება, მოგვცემს ხედვას იმისა, რომ პარლამენტს აქვს კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტული მტკიცებულებებით განმტკიცებული საპასუხო განცხადება”, – განაცხადა მიქანაძემ.