“ევროპელმა კოლეგებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის არსი და შეაფასონ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ” – სამხარაძე

“ევროპელმა კოლეგებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის არსი და შეაფასონ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა იყო ყველასთვის იმის თქმა, რომ საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული.

“ჩვენი მხრიდან არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა. ჩვენ იმ განცხადების ერთგული ვრჩებით, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე გაკეთდა, რომ საქართველო 2030 წელს ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს იყო ჩვენი ძირითადი გზავნილი, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომა და იმ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინება არ ხდება, რის წინაშეც საქართველო დგას. ოკუპაციას და რეგიონში მიმდინარე საკმაოდ რთულ პროცესებს ვგულისხმობ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები