„ვწუხვარ, რომ მოჭიდავეებს ხშირად ტალახს ესვრიან და ზონდერებად ნათლავენ“
„ მოჭიდავეებს ხშირად ესვრიან ტალახს და ზონდერებად ნათლავენ, ამის გამო ძალიან ვწუხვარ“, – აღნიშნული განცხადება მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, სია, რომელიც გამოქვეყნდა და რომელშიც მოჭიდავეები იყვნენ მითითებულნი, უბრალოდ სასაცილოა, რადგან სიაში 75 და 80 წლის სპორტსმენები მოხვდნენ.
„ის ზონდერების სია, რაც ვნახე, უბრალოდ სასაცილოა, მასში 75 და 80 წლის მოჭიდავეები წერია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ ტალახს ესვრიან მათ“,- განაცხადა რამაზ ნოზაძემ.