მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, 22 თებერვალს გახსნიან

  მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, შაბათს, 22 თებერვალს გახსნიან, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, საფლავის გახსნა დაგეგმილია მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ კი – შაბათს. მეუფე იაკობის განცხადებით, ყევლა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.
“მამა გაბრიელის საფლავი, სავარაუდოდ, შაბათს გაიხსნება. იმ ადამიანებს ვისაც მის წმინდა ნაწილებთან უნდა მიახლება , შეეძლება, რომ მივიდეს და ლოცვა-კურთხევა მიიღოს. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები