აშშ-ის კუთვნილი ხომალდის ეკიპაჟის მონაწილეობით ანტიტერორისტული (ATFR) წვრთნა ჩატარდება

საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ.
აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „MOUNT WHITNEY“ (LCC-20) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 14 ოქტომბერს შევიდა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. ასევე გაიმართება შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან.
აშშ-ის ხომალდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟის მონაწილეობით დაგეგმილია ანტიტერორისტული (ATFR) წვრთნა. ხომალდსა და ნავმისადგომზე ასევე გაიმართება ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურები მიიღებენ მონაწილეობას.აგრეთვე დაგეგმილია ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული წვრთნების ჩატარება.
ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელების ინიციატივით, ქალაქ ფოთის ბავშვთა სახლის 10 აღსაზრდელს ამერიკული ხომალდის დათვალიერება შეეძლება. ხომალდის დათვალიერება ასევე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „MOUNT WHITNEY“ (LCC-20) საქართველოს საზღვაო სივრცეს 18 ოქტომბერს დატოვებს.
ინფორმაციისთვის: ,,MOUNT WHITNEY” წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდს.ხომალდის მეთაურია I რანგის კაპიტანი მარკ ჯ. კოლომბო. კონტროლის, კომუნიკაციის, კომპიუტერის, სადაზვერვო მოწყობილობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდია. შეუძლია გადასცეს და მიიღოს საიდუმლო ინფორმაციის დიდი მოცულობა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, რისთვისაც იყენებს სატელიტურ საკომუნიკაციო არხებს. ხომალდს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის საზღვაო ოპერაციებში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=S8yCClIRNIY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები