ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ

,,ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ,,ქართული ოცნებისგან”, არამედ ქართველი ხალხისგან”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ამაზე საუბარს ჯერ ვერ ბედავენ.

„რაც შეეხება თავად ოპოზიციის მზადებას, თქვენ ხედავთ. რომ ისინი დადიან რეგიონებში, ატარებენ პარტიულ კონფერენციებს, დაწყებული აქვთ ტრენინგები და ასე შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ და დავალება მათ მიმართ მიღებული არ არის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები