,,ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება ადასტურებს, რომ ,,დიფ სთეითს” გავლენები აქვს დღემდე არამხოლოდ კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც და ზოგადად ევროკავშირში”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად ევროკომისია კონგრესში მიღებულ ,,მეგობარ აქტს” მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ „ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“.
ბოჟაძის თქმით, ასეთი განცხადებები მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა.
„ის უსამართლო განცხადება, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ, როგორც კანდიდატი ქვეყანა ვასრულებთ ყველა პირობას, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობით, მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი განცხადებები მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს“, – აცხადებს ბოჟაძე.