თბილისში გაზის ძლიერი აფეთქება მოხდა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, ზედა სამგორში, ძმები ორბელიანების ქუჩაზე 1 სართულიან სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა და მამაკაცი ნანგრევებში მოყვა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, ნანგრევებიდან დაშავებული მამაკაცის ამოყვანა დროულად მოხერხდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია 8 სამაშველო ბრიგადა. შეტობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 11: 35 წუთზე შევიდა. ძლიერი აფეთქების შედეგად დაზარალებული მამაკაცი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 240-ე პრიმა მუხლით, რომელიც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

10585036_789908094388411_1511907379_n

10711447_789908027721751_969022431_n

10723616_789907894388431_248035045_n

10728680_789907697721784_1335874324_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები