საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს

    ე.წ. მოდულის შენობაში მოშიმშილე მეხანძრეების გამოკითხვა მოხდა და არა დაკითხვა, – ამის შესახებ “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
როგორც სამინისტროში განმარტეს, გამოკითხვა ერთგვარი პროცედურაა, რომლის დროსაც თუ რამე დარღვევა გამოიკვეთება, შემდეგ ხდება საქმის აღძვრა. შესაბამისად, ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.
მოშიმშილე მეხანძრეები ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, გამომძიებლებმა მათ კითხვები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის მიმართ აყენებენ.
17 მეხანძრე მეხუთე დღეა შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები