დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს.
“რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს.
არ არის გასაკვირი ეს დაპირისპირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, აგენტურულ პარტიებს და ე.წ. პოლიტიკოსებს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ისინი გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ. ეტყვიან ყირაზე დადექითო – დადგებიან ყირაზე, ეტყვიან ერთმანეთს დაუპირისპირდიო – დაუპირისპირდებიან, გაერთიანდებიან, თუკი ეს დავალება ექნებათ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.