სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია – ნათია თურნავა

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, სადაც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრები.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური გუნდი აშშ-ში საკმაოდ პოზიტიური გზავნილებით ჩავიდა და აშშ-დანაც პოზიტიური გზავნილებით დაბრუნდა.

„დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან ბევრი გარე გამოწვევა არსებობს, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ფრაგმენტაციის პროცესი, გადალაგება სავაჭრო ნაკადების და ასე შემდეგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება. განსაკუთრებით ჩვენი ორი დიდი საფინანსო პარტნიორი ორგანიზაციის სახით, სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები ტარდებოდა ვაშინგტონში, ყოველწლიურად ატარებს სსფ და მსოფლიო ბანკი. ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ჩავედით გაძლიერებული დელეგაციით: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობდა დელეგაციას. ასევე ვიყავით ფინანსთა მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი. გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები სსფ-ს სხვადასხვა დონეზე, ეს იყო როგორც მენეჯმენტთან, მაღალი დონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს მისიასთან და მათ ხელმძღვანელებთან, ჩვენი ქვეყნების ჯგუფის – ჯგუფებად არის დაყოფილი და იქ არის საქართველო და ამ ჯგუფის ხელმძღვანელებთან. ასევე მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის პირებთან, სადაც ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების სტატუსებზე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. იყო ძალიან კარგი სამუშაო ვიზიტი. მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საგაზაფხულო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულია და რეგულარულია, ტარდება განსაკუთრებულ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის ეკონომიკური გლობალურ პროცესები. ანუ გლობალური ეკონომიკის წესრიგს გადალაგება ხდება. თუ კი წინა პერიოდი და მრავალი ათწლეული გვქონდა ჩვენ ე.წ. გლობალიზაციის მიმართულება, გლობალიზაციის ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა რეგიონი უფრო მეტად შეკავშირებული ხდებოდა სავაჭრო ურთიერთობებით, ტექნოლოგიებით, ინდუსტრიული ღირებულებების ჯაჭვით.
ეს არ დაწყებულა დღეს, გუშინ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძლიერდებოდა უკუპროცესები. ანუ გლობალიზაციის და გლობალური ვაჭრობის გაძლიერების და შეკავშირების ნაცვლად უფრო საპირწონე პროცესი წავიდა, რომელიც.. ფრაგმენტაცია ეწოდება მას, პირიქით უკუპროცესი, რომელმაც ახლა ალბათ თავის პიკს მიაღწია. იგივე ახალი სატარიფო ინიციატივები, სავაჭრო დაპირისპირება და დაძაბულობა, ასევე გეოპოლიტიკური პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომი, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებში და აქედან გამომდინარე ეს შეხვედრებიც იყო არამარტო საქართველოს დელეგაციისთვის, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. იყო სწორედ ამ ეგიდით წარმართული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ შეხვედრებზე ყველა საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც ახლა არსებობს. თურნავას განმარტებით, შეხვედრის ყველა მსჯელობდა იმ გაურკვევლობაზე, არა პროგნოზირებადობაზე, რაც ზოგადად სუფევს გლობალურ ეკონომიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები