ნინო წილოსანი: დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით – ამ შემთხვევაში საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე

„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით – ამ შემთხვევაში საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც, უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები უბრალოდ ტყუილის გამავრცელებლები არიან.

„იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც, უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები უბრალოდ ტყუილის გამავრცელებლები არიან. დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით – ამ შემთხვევაში საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე. აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული სავიზო პოლიტიკის უფრო გამკაცრებას. ამ საკითხის სრულიად თავდაყირა, ამერიკელი კონგრესმენისთვის მიწოდება, ხოლო მისი მხრიდან ამაზე გამოხმაურება, მინიმუმ არაკომპეტენტურობაა“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, სხვადასხვა მედია-საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.

აღნიშნულ საკითზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები