მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.