ფორლის აეროპორტში “ჯორჯიან ეარვეისის“ თბილისი-ფორლი რეისის გახსნის ღონისძიება გაიმართა

ფორლის საერთაშორისო აეროპორტში თბილისი-ფორლი რეისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. “ჯორჯიან ეარვეისის“ პირველ რეისს ფორლის მერი ჯან ლუკა ზატინი და ფორლის აეროპორტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ – ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დღეს დაიწყო.

“ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

26 აპრილიდან, “ჯორჯიან ეარვეისი” რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.

ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაფს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.

ჯორჯიან ეარვეისი” ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები