არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

„სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„თუ ეს ჩანაწერები არის სიმართლე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რასაც ქართული ოცნების გუნდის წევრები ვამბობდით, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არიან გაერთიანებული, უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანების შესახებ როდესაც გაიგებენ ინფორმაციას, მაშინვე ცდილობენ რომ მათგან თანხები მიიღონ და მერე ეს ყველაფერი მოახმარონ ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რომ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობები ჰქონდეთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები