ზარქუა – ოპოზიციაზე: პოლიტიკაში ბეცები ხართ, ხალხთან ურთიერთობაში ლენჩები ხართ, ეკონომიკა და ბიზნესი მაინც იყოს “ლელოსი”, ბიზნესიდან მოდიხართ და ერთმანეთს ატყუებთ?!”
“ეს უსამშობლოები გვექაჩებოდნენ ომისკენ და ვერაფერი გააწყვეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ დეზინფორმაციის მორიგი ტალღა წამოიწყო.
“თურმე, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საერთაშორისო და მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ იზრდება, ახლა უკვე ამას დაარტყეს, ამათი ჭკუით. სინამდვილეში, გადაჭარბებით გვაქვს. მაგალითად, ნაერთი ბიუჯეტი 102%-ით არის პირველი კვარტალი, ანუ იანვარი-მარტი. 6 -ნახევარი მილიარდი ლარი არის შემოსული. მათ შორის, საგადასახადო კუთხით 102%-ით არის შესრულებული. პოლიტიკაში ბეცები ხართ, ხალხთან ურთიერთობაში ლენჩები ხართ, ეკონომიკა და ბიზნესი მაინც იყოს “ლელოსი”, ბიზნესიდან მოდიხართ და ერთმანეთს ატყუებთ?!”, – განაცხადა ზარქუამ.