ნინო წილოსანი: გენერალური მდივნის ვიზიტი ცივი წყლის გადავლებაა ოპოზიციისთვის
„გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის, იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალი რეიტინგული არბიტრია“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გენერალური მდივნის სურვილია საქართველოსა და ეუთოს შორის პარტნიორული თანამშრომლობა გაღრმავდეს.
„როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ის მოწადინებულია საქართველოსა და ეუთოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. გენერალური მდივანი კარგად აცნობიერებს იმ შიდა თუ გარე გამოწვევებს, რომელიც აქვს საქართველოს. ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის, იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალი რეიტინგული არბიტრია. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ საარჩევნო შედეგების რომელიც მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო აღწერილი“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.