დავით მათიკაშვილი: მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? – მიიღებენ მონაწილეობას
„მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? – მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება – დარჩებიან სახლში,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები არ წარმოადგენენ თავიანთი გადაწყვეტილების შემსრულებელ პირებს.
„რადიკალი ოპოზიციონერები არ წარმოადგენენ თავიანთი გადაწყვეტილების შემსრულებელ პირებს – ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ სხვა ქვეყნებიდან. ფაქტია, რომ შიგნით არეულობაა. ვერ ჩამოყალიბებულან ერთიან შეხედულებაზე. ერთმანეთს აბრალებენ იმ ფიასკოს, რომელიც განიცადეს საქართველოში. მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? – მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება – დარჩებიან სახლში. ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რადიკალური ოპოზიციონერები პოლიტიკურ სანაგვეზე უკვე დიდი ხანია არიან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.