“ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის დასტური, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს” – დავით მათიკაშვილი

“ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის დასტური, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს – წერტილი დაესვა ყველა რადიკალი ოპოზიციონერის სურვილს, რომ მეტი დისონანსი და არეულობა შეიტანოს არჩევნებთან დაკავშირებულ თემაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, ეს არის იმ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასტური, რომელსაც ეუთო/ოდირის დასკვნა ჰქვია არჩევნებთან დაკავშირებით.

“სწორედ ამ ჭრილში შეგვიძლია, განმარტება მივცეთ – ცხადია, არჩევნებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. გენერალური მდივნის ვიზიტია საქართველოში და წერტილი დაესვა ყველა რადიკალი ოპოზიციონერის სურვილს, რომ მეტი დისონანსი და არეულობა შეიტანოს არჩევნებთან დაკავშირებულ თემაში”, – ამბობს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დღე მეორეს, ფერიდუნ სინირლი-ოღლუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები