თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. როგორც „კვირას“ ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიაანთის რწმუნებულმა კონსტანტინე ჩიკაშუამ განუცხადა, ავარიის შედეგად ამავე სოფელში მცხოვრები მანანა აბრალავა-ანდღულაძე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა.
ჩიკაშუას ინფორმაციით, ხატია ჩანჩიბაძე-ჭაღალიძე ამჟამად ბათუმის საავადმყოფოშია მოთავსებული და მას სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. როგორც „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, მანანა აბრალავა- ანდღულაძე და ხატია ჩანჩიბაძე-ჭაღალიძე დღეს დილით ბათუმთან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთების შესაძენად გადავიდნენ. შემთხვევა, სარფიდან 5-6 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის უფროსის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, მანანა აბრალავა-ანდღულაძის ცხედარი სტამბოლში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები