ლევან მახაშვილი: პრეზიდენტის ვიზიტი წარმატებული გამოვიდა, ეს ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი შეაფასა.

„საკმაოდ საჭირო, ნაყოფიერი შეხვედრები და დისკუსიები იყო. ამიტომ საინტერესო და წარმატებული გამოვიდა ეს ვიზიტი, ეს ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მე ვიტყოდი, შეუცვლელი პარტნიორი, როდესაც საქმე ეხება დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებას”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები