”ყველას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი აქვს, ყველა ცდილობს, რომ რაღაცას გამორჩეს იმ პოლიტიკური არეულობიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ფლანგზე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“როგორც ჩანს, ზოგიერთ მათგანს თავიანთი უცხოელი პატრონებისგან მიღებული აქვთ გარკვეული თანხმობა, შევიდნენ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში და ახლა ცდილობენ, იმგვარად გადალაგდნენ, ან იმგვარად გამოიყენონ არსებული პოლიტიკური პლატფორმები, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”, – აღნიშნა მახაშვილმა.