თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოების მხრიდან ნდობა დაკარგული აქვთ – თუნდაც არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება არის სრული კრახისთვის განწირული

“ქართული ოცნების” წევრი თორნიკე ჭეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არჩევნებში თუნდაც, მონაწილეობის გადაწყვეტილება ფიასკოსთვის არის განწირული.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მათი რეიტინგი რეალურად არის ფსკერზე, მათ აბსოლუტურად აქვთ დაკარგული საზოგადოების მხრიდან ნდობა, თუნდაც მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება არის სრული ფიასკოსთვის და კრახისთვის განწირული”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები