გიორგი ვოლსკი: ახლა ევროკავშირისა და რუსეთის პროქსი ომი მიმდინარეობს უკრაინის გამოყენებით, ამ ვითარებაში უნდათ, რომ „დაითრიონ“ საქართველო და თავის მართვის ქვეშ ჩააყენონ, მაგრამ ვერ ახერხებენ

პროქსი ომი თუ იყო ვთქვათ უკრაინაში ამერიკისა და რუსეთის, ახლა ევროკავშირისა და რუსეთის პროქსი ომი მიმდინარეობს უკრაინის გამოყენებით, უკრაინელი ხალხის უშველებელი სისხლის ხარჯზე და ამ ვითარებაში როგორ უნდათ, რომ დაითრიონ ეს საქართველო როგორმე და თავის მართვის ქვეშ ჩააყენონ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რევოლუციის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ შეტევა უკვე ოთხჯერ განხორციელდა, თუმცა, მათ არაფერი გამოუვიდათ.

„ესენი ითხოვენ მთლიანად ხელისუფლების გადაცემას გარკვეული გარე ძალებისათვის, კოლექტიური ნაცმოძრაობის გულშემატკივართათვის, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სისტემას, თუ როგორი უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს სასამართლოში; ცესკო უნდა დაშალონ, სხვა ცესკო უნდა შემოიყვანონ; სახელისუფლებო, ყველანაირი სტრუქტურა უნდა გახდეს გარკვეული გარეშე ზემოქმედების თუ მართვის ფორმატი და ნაცმოძრაობა სანამ არ გაიმარჯვებს, არჩევნები უნდა ჩატარდეს. ცოტა უტრირებაც გავაკეთე, მაგრამ, ეგეთი სურათია. გამოვიდა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია მსოფლიოში – ეუთო, რომელიც არჩევნებს აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატებშიც და ოდირი – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი. ისინი ერთად აწარმოებენ მონიტორინგს და პირველი განცხადება ასე დაიწყეს – საქართველოს ახლადარჩეულმა ხელისუფლებამ… და ა.შ. შენიშვნები იყო მაგრამ, მთლიანობაში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, რომლის გაყალბება შეუძლებელია. მთავარი ბრალდება რაც გავიგონეთ, იყო ის, რომ რუსეთმა მოახერხა თავის ტექნიკური მექანიზმებით ამერიკელების მიერ დამონტაჟებულ ამხელა სისტემაში შემოჭრა და მანიპულაცია. პროკურატურამ გამოიძახა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს. ამ თემით მოგზაურობს ეს ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] დღემდე. პროქსი ომი თუ იყო ვთქვათ უკრაინაში ამერიკისა და რუსეთის, ახლა ევროკავშირისა და რუსეთის პროქსი ომი მიმდინარეობს უკრაინის გამოყენებით, უკრაინელი ხალხის უშველებელი სისხლის ხარჯზე და ამ ვითარებაში როგორ უნდათ, რომ დაითრიონ ეს საქართველო როგორმე და თავის მართვის ქვეშ ჩააყენონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ოთხჯერ იყო ასეთი სერიოზული ბრუტალური შეტევა განხორციელებული. ახლა ეს ადამიანები ითხოვენ, ჩადიან და ეუბნებიან – ვერ ვახერხებთ ამ რევოლუციას, ისევ თქვენ თუ გვიშველით. მილიონებმა ვერ მოიტანა შედეგი, ათეულმა მილიონმა, ახლა საჭიროა ეკონომიკური ზეწოლა, ახლა საჭიროა საქართველოს დამარცხება, როგორმე ისეთი ვითარების შექმნა, რომ მათ შეძლონ ხალხის გამოყვანა ქუჩაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები