გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე გამართული და ბიჭების ცხედრები გამოტანილი არ იყო ბრძოლის ველიდან – „დიდება გმირებს“ გეუბნებიან ადამიანები, რომლებმაც ეს გმირები ტარიგად შესწირეს და ცეცხლის ქვეშ დააყენეს

„ყველა უყურებს კომისიას და რა პროცესები მიმდინარეობს. რა არ მოიგონეს. თეას მიადგნენ სახლში, რაღაც ჯგუფი მოამზადეს თითქოს და „ქართული ოცნება“ ჩვენს გმირებს უპირისპირდება. ამაზე დიდი უნამუსობა არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე სენსიტიური თემებით გადაფარონ საკუთარი დანაშაული.

„ხელისუფლება იმ პერიოდის, როდესაც რაღაც კონსპირაციული გეგმით უპირისპირდება ეროვნულ ინტერესს და იცის, რომ ჩვენს ჯარში და არა მარტო ჯარში, ისტორიის მანძილზე საქართველოში გმირს რა გამოლევს. და ანწუხელიძის სახელიც იმიტომ არის სიმბოლო გმირობის, რომ გმირობა ჩაიდინა და არა იმიტომ, რომ სააკაშვილი, როგორც ამბობს „იცით რა, სთხოვესო ჩემი შეგინება და იმან არ შემაგინაო. ანუ მე ვარ აქ მთავარიო და ამიტომ მოუვიდა ეს ამბავიო“. რა სამარცხვინო ტყუილია. ამ ბიჭებმა იბრძოლეს გმირულად და არა მარტო მხოლოდ მათ ვინც დაიხოცნენ. ბრძოლის ველზე მიატოვეს ცხედრები გმირების და ახლა ამბობენ, რომ თითქოს და სახელმწიფომ, რომელმაც სია უშველებელი კონსპირაციისა, რაც ჩაიდინა. სახელმწიფო ჩააყენა იმ მდგომარეობაში და ჩვენი ჯარისკაცები, რომელიც იომებენ ყველა შემთხვევაში რა საკვირველია და გმირებიც მათ შორის არიან ყველა თუ არა, ყოველი მეორე, ცეცხლის წინაშე არ უნდა დააყენო. გმირები არიან ის ქალებიც და კაცებიც, რომლებიც სოფლებიდან არ წამოვიდნენ მაგრამ ხელისუფლებამ ამით ხომ არ უნდა ისარგებლო.

აქ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე გამართული და ბიჭების ცხედრები გამოტანილი არ იყო ბრძოლის ველიდან. და ანწუხელიძე სახელს ატრიალებენ. მე თვითონ, რაღაც მორიდებით და რიდით ვარ, სანამ ამ სახელს ვიტყვი. ამას ისე ატრიალებენ გეგონება რეალურად თვითონ არ შექმნეს ის სიტუაცია, როდესაც საქართველოში დღეს ოკუპირებულია 20 პროცენტი ტერიტორიებს. არა თუ შექმნეს მხოლოდ, არამედ ხელი მოაწერეს ამაზე, რომ ჩვენ შევქმენითო. ამას ამბობენ და მეორე წუთში – „დიდება გმირებს“ გეუბნებიან ადამიანები, რომლებმაც ეს გმირები ტარიგად შესაწირად მიიყვანეს და ცეცხლის ქვეშ დააყენეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები