ნიკა გვარამიას, დროებით საგამოძიებო კომისაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო, ბრალი წარუდგინა.
„ბრალი წარმიდგინეს, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ამ კომისიამ და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპეს. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ პროკურატურა შეიცვლება, ცხადია იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც არაუფლებამოსილი, არალეგიტიმური. ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც უნდა თქვას, მერე გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა. პროკურატურამ ძალიან მოჭრა და დაამოკლა გზები საიმისოდ, რომ ეს პარლამენტი იყოს არალეგიტიმური“, – აღნიშნა გვარამიამ.