ჯაბა სამუშიამ თსუ-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
„მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში ქართულ ენაში მომზადების (1+4 )პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.
ამასთან, ასევე, დასრულდა თსუ-ის მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.