ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო

„ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ქართული ენა აკადემიური სივრციდან გააგდო.

„ქართული ენა ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ეროვნული, პოლიტიკური მნიშვნელობის ძალიან დიდი გადაწყვეტილება, საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ დღეს ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და გააგდო აკადემიური სივრციდან“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც შესაბამის კანონებში ცვლილებები შევა და 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლება აღდგება და სავალდებულო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები