მათიკაშვილი – ოკუპაციაზე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დიპლომატიური ურთიერთობის ვერავითარ აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება

“საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ვიდრე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ აღადგენენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა, ვინც ცდილობს, მანიპულაციები მოძებნოს ამ ფრაზაში, ტყუის.

„სამართლიანობა როდესაც იქნება აღდგენილი, როდესაც საოკუპაციო ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და აღდგება ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არანაირი წინაღობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის აღარ იქნება. ასე რომ, ყველა, ვინც ცდილობს, მანიპულაციები მოძებნოს ამ ფრაზაში, ტყუის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დიპლომატიური ურთიერთობის ვერავითარ აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები