ნინო ფოჩხუა: აქციებზე მყოფი ახალგაზრდები გაუნათლებლობის მწვერვალზე რომ არიან, ეს სააკაშვილების, ლომაიების, ალასანიების და შაშკინების მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია – მათი მიზანი ახალგაზრდების ბრბოდ და მართვად ზომბებად გადაქცევა იყო, გრანტების, ფულის და კიდევ რის ხარჯზე, კაცმა არ იცის
თითქოს არაფერია ახალი, რასაც ახლა ვისმენთ საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე მოსასმენია. სააკაშვილის ოჯახი, როგორი ხარბი და მომხვეჭელია, ეს გიული ალასანიას ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს. მიჩნდება კითხვა, რატომ მაინც და მაინც 2008 წლის ომამდე ასწრებდა სააკაშვილი დიდძალი სახელმწიფო ქონების მიტაცებას, რა იდო ამ ჩანაფიქრში, ომი ყველაფერს ჩამოწერს, ამბავია?, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სააკაშვილის ოჯახს სახელმწიფო ქონების ბანდიტური გზით მითვისება არ შერჩება, ისევე როგორც განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევა.
„თითქოს არაფერია ახალი, რასაც ახლა ვისმენთ საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე მოსასმენია. სააკაშვილის ოჯახი, როგორი ხარბი და მომხვეჭელია, ეს გიული ალასანიას ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს. მიჩნდება კითხვა, რატომ მაინც და მაინც 2008 წლის ომამდე ასწრებდა სააკაშვილი დიდძალი სახელმწიფო ქონების მიტაცებას, რა იდო ამ ჩანაფიქრში, ომი ყველაფერს ჩამოწერს, ამბავია?
სახელმწიფო ქონების ბანდიტური გზით მითვისება არ შერჩება ამ ოჯახს, ისევე როგორც განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევა, მთელი მაშინდელი სამთავრობო ვერტიკალის ჩართულობით და დღეს, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, აქციებზე მყოფი ახალგაზრდები გაუნათლებლობის მწვერვალზე რომ არიან, ეს სააკაშვილების, ლომაიების, ალასანიების და შაშკინების მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია. მათი მიზანი ახალგაზრდების ბრბოდ და მართვად ზომბებად გადაქცევა იყო, გრანტების, ფულის და კიდევ რის ხარჯზე, კაცმა არ იცის.
საპარლამენტო კომისია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.“ – წერს ფოჩხუა.