“გახარიას მინიჭებულ ლეგიტიმაციას რა ვუთხარი, ლეგიტიმაციას გვანიჭებს ქართველი ხალხი” – მდინარაძე

“გახარიას მინიჭებულ ლეგიტიმაციას რა ვუთხარი. ლეგიტიმაციას გვანიჭებს ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა – “გიორგი გახარიამ, კომისიაზე გამოცხადებით, პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა თუ არა”.

„გახარიას მინიჭებულ ლეგიტიმაციას რა ვუთხარი. ლეგიტიმაციას გვანიჭებს ქართველი ხალხი. გახარიას ლეგიტიმაცია სასაცილოდ ხმოვანდება. ფორმალური თვალსაზრისით ამასთანაც [ლეგიტიმაციის მინიჭებასთან] შეიძლება გვქონდეს საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები